თეგებით ძიება

ცოლმა მეუღლე დაჭრა - დაკავებულია ქმარი

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბანში ცოლმა ქმარი ცივი იარაღით დაჭრა. მთავარი არხის" ინფორმაციით, სამართალდამცავებმა დაჭრილი დააპატიმრეს. შემთხვევა 1-ლ ივნისს მოხდა.

ტელეკომპანიის ცნობით, თელავის რაიონულმა სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა.

დაჭრილის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126- ე და 151 მუხლებით დაიწყო, რაც ოჯახში ძალადობასა და მუქარას გულისხმობს.

რაც შეეხება მომხდარს. არსებული ინფორმაციით, შელაპარაკების ნიადაგზე, ახალგაზრდა ქალმა, მეუღლეს ჭრილობა ზურგის არეში ცივი იარაღით მიაყენა.

მამაკაცს დახმარება თელავის რეფერალურ ჰოსპიტალში ჩაუტარეს.

ამ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118- მუხლითაა დაწყებული, თუმცა, ბრალი არავისთვის წაუყენებიათ.

დაკავებული კაცის ადვოკატი ამბობს, რომ ფაქტს არასწორი კვალიფიკაცია აქვს და ბრალი არა მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის, არამედ, მისი ცოლისთვის უნდა წაეყენებინათ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა