თეგებით ძიება

კარლ ჰარცელი - ყველა ბავშვს აქვს უფლება, არ იყოს ძალადობის მსხვერპლი და სახელმწიფოს საქმეა მათი უფლება დაიცვას

სახელმწიფოს საქმეა, ბავშვის უფლება დაიცვას, მნიშვნელოვანია, სახალხო დამცველს ჰქონდეს დახურული ინსტიტუტების მონიტორინგის შესაძლებლობა, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით განაცხადა.

„ბავშვს უფლება აქვს, არ იყოს ძალადობის მსხვერპლი და სახელმწიფოს საქმეა, ეს უფლება დაიცვას. ეს არის ის, რასაც ყველა ველოდებით. მინდა, ხაზი გავუსვა ბავშვების კეთილდღეობის უზრუნველყოფის მნიშვნელობას. როდესაც ეს ეხება უფრო ფართო საკითხს, ინსტიტუციონალიზაცია დიდი ხანია, არის მიზანი, რომელზეც ევროკავშირი მთავრობებთან ვმუშაoბთ 2005 წლიდან, მათ შორის იუნისეფთან ერთად. არსებული სიტუაცია გვაფიქრებს, ხომ არ არის საჭირო ამ საკითხზე დამატებითი ნაბიჯების გადადგმა.

მინდა, ყველას შევახსენო, არსებობს ვალდებულება „ბავშვთა უფლებების კოდექსში“ და მთავრობამ უნდა წარმოადგინოს სამოქმედო გეგმა და სტრატეგია, რაზეც ევროკავშირი და სხვა პარტნიორები მოხარულები იქნებიან, მხარი დაუჭირონ. დაბოლოს ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი საკითხია, სახალხო დამცველს ჰქონდეს კონსტიტუციით განსაზღვრული უფლებების განხორციელების შესაძლებლობა, რომ დახურულ ინსტიტუტებს მონიტორინგი გაუწიოს“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა