თეგებით ძიება

სასამართლომ ნინოწმინდის პანსიონიდან ბავშვების დაუყოვნებლივ გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო

საქალაქო სასამართლომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" სარჩელი დააკმაყოფილა.

როგორც პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) წარმომადგენელი, ანა აბაშიძემ განაცხადა, სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, პანსიონიდან ყველა ბავშვი დაუყოვნებლივ უნდა გამოიყვანონ და ისინი მიმღებ ოჯახებთან ან საოჯაცო ტიპის თავშესაფრებში გადაიყვანონ.

უფლებადამცველების ინფორმაციით, მოსამართლე ივანე ღლონტმა გადაწყვეტილება ბავშვების ინტერესების გათვალისწინებით მიიღო და დაინახა საფრთხე, რომელიც შესაძლოა, გამოძიების დასრულებამდე არასრულწლოვნების სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას დაემუქროს.

ორგანიზაციამ "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" შესაბამისი შუამდგომლობით სასამართლოს 4 ივნისს მიმართა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა