დამწვარია 20-მდე ავტომობილი - რა მოხდა რუსთავის ავტობაზრობაზე?
რუსთავის ავტობაზრობის ტერიტორიაზე ძლიერი ხანძარია. "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ცეცხლი კვების ობიექტს უკიდია.
სააგენტოს ცნობით, შემთხვევის შედეგად, დამწვარია დაახლოებით 20-მდე ავტომობილი, რომელიც კვების ობიექტის მიმდებარე ტერიტორიაზე იყო გაჩერებული.
ადგილზე სახანძრო სამაშველო სამსახურის 3 ეკიპაჟია მობილიზებული.
მეხანძრე მაშველები ცეცხლის ლოკალიზებას ცდილობენ.