თეგებით ძიება

სამცხე-ჯავახეთში ყოფილმა გამგებელმა 2-ჯერ ქრთამი აიღო

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, სამცხე-ჯავახეთის ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის ყოფილმა გამგებლმა 2 შემთხვევაში ყალბი ცნობა გასცა, რომლითაც აღნიშნულმა მოქალაქეებმა მიწები დაირეგისტრირეს.

სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების, ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენებისა, ქრთამის აღებისა და სამსახურებრივი სიყალბის ფაქტზე სისხლისსამართლებრივი დევნა სამი პირის მიმართ დაიწყო.

"ბრალდებულმა, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის ყოფილმა გამგებელმა, პირადი ქონებრივი სარგებლის მიღების მიზნით, ორ შემთხვევაში გასცა ყალბი ცნობა მოქალაქეებზე, რომლის საფუძველზეც ამ უკანასკნელებმა მოტყუებით დაირეგისტრირეს, თითქოსდა კანონიერ სარგებლობაში არსებული ქ. ნინოწმინდაში მდებარე ცენტრალური პარკისა და ყოფილი მანქანათ-მშენებლობის ქარხნის ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთები, საერთო ფართობით 712 კვადრატული მეტრი, რომელთა საერთო საბაზრო ღირებულება შეადგენს დაახლოებით 39 000 ლარს", - წერია უწყების განცხადებაში.

გამოძიების პროცესში, მოტყუებით დაუფლებული ერთი მიწის ნაკვეთი დაბრუნდა სახელმწიფო საკუთრებაში, ხოლო მეორე მიწის ნაკვეთი ამ ეტაპზე დაყადაღებულია.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სს კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, 341-ე მუხლით, 180-ე და 362-ე მუხლების მე-2 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9-წლამდე ვადით.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა