სვანეთში მიკროავტობუსის მძღოლი ცემით მოკლეს
სვანეთში, სოფელ ჩიხარეშში მელე-თბილისის მიკროავტობუსის მძღოლს რამდენიმე პირი თავს დაესხა და სცემა. შემთხვევა 5 ივნისს მოხდა.
"მთავარი არხის" ცნობით, ნაცემი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს.
ფაქტზე გამოძიება შსს-მ სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო.
ჯერჯერობით დაკავებული არავინაა.