თეგებით ძიება

ბომბი თბილისი-კიევის თვითმფრინავში - სამართალდამცველები ასაფეთქებელ მოწყობილობას ეძებენ

უკრაინაში ბორისპოლის აეროპორტში თვითმფრინავში, რომელმაც თბილისი-კიევის რეისი შეასრულა, სამართალდამცავები ბომბს ეძებენ. ინფორმაციას უკრაინულ მედიაზე დაყრდნობით "რუსთავი2" წერს.

გავრცელებული ინფორმაციით, უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლებმა თვითმფრინავიდან ადამიანები 5-5 კაციან ჯგუფებად გამოიყვანეს და თითოეულ მათგანს ძაღლის მეშვეობით ამოწმებდნენ.

თბილისი-კიევის რეისის მგზავრთა პირველი ნაწილი, რომელთა მიმართაც უსაფრთხოების ზომები უკვე გატარებულია, ბორისპოლის აეროპორტის შენობაში გადაიყვანეს.

არაოფიციალური ინფორმაციით, ბორტზე ბომბის არსებობის შესახებ შეტყობინება მიიღეს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა