თეგებით ძიება

თბილისში ახალგაზრდა ქალის გაუპატიურება სცადეს

თბილისში, თემქაზე ერთ-ერთ კორპუსთან პოლიცია იყო მობილიზებული. “რუსთავი 2-ის" ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალის გაუპატიურება ნაცნობმა მამაკაცმა სცადა. შემთხვევა წუხელ მოხდა.

30 წლამდე ქალი პოლიციამ უკვე დაკითხა. საუბარია გაუპატიურების მცდელობაზე. სწორედ ამ მუხლით დაიწყო გამოძიება სამართალდამცავ უწყებაში.

დადგენილია სავარაუდო ბრალდებულიც ვინაობაც. ის დაზარალებულის ოჯახის ახლობელია. დამატებითი დეტალები გარკვეული მიზეზების გამო არ საჯაროვდება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა