თეგებით ძიება
09. 06. 2021 სპორტი

ლაშა შავდათუაშვილის პირველი კომენტარი მსოფლიო ჩემპიონატის მოგების შემდეგ

8 ივნისს, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრი, ლაშა შავდათუაშვილი უნგრეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. 73 კილოგრამი წონითი კატეგორიის გადამწყვეტ შეხვედრაში, ქართველი ფალავანი შვედ ძიუდოისტს, ტომი მაციასს დაუპირისპირდა და მეტოქე დამატებით დროში დაამარცხა.



“მინდა მოგილოცოთ ეს დიდი გამარჯვება, ბედნიერი ვარ თქვენთან ერთად. ძიუდოს ჩემთვის ძალიან დიდი და დადებითი ემოციები მოაქვს. ყოველდღიურად ვცდილობ, რომ ბოლომდე დავიხარჯო და მაქსიმუმი მივცე. მიყვარს ჩემი საქმე და კვარლცხბეკზე დგომა. ბედნიერი ვარ, რომ დღეს საქართველოს ჰიმნი აჟღერდა და დროშა აფრიალდა. რაც შეეხება ოლიმპიურ თამაშებს, მოვლენებს წინ არ გავუსწრებ. ბედნიერი ვარ, რომ მესამე ოლიმპიურ თამაშებზე მონაწილეობის საშუალება მაქვს, ტოკიოში გამარჯვებისთვის ვიბრძოლებ”,– განაცხადა შავდათუაშვილმა.



შავდათუაშვილმა ისტორიული გამარჯვება მოიპოვა. მან მსოფლიო ჩემპიონატი კარიერაში პირველად მოიგო და ქართული ძიუდოს ისტორიაში გახდა პირველი ძიუდოისტი, რომელიც ფლობს, როგორც მსოფლიოს ჩემპიონის, ისე ოლიმპიური და ევროპის ჩემპიონის ტიტულს

შავდათუაშვილი ნახევარფინალში ბილალ ჩილოღლუს შეხვდა და მოწინააღმდეგე დამატებით დროში დაამარცხა. მანამდე კი ოთხ მეტოქეს, პერუელ ალონსო ვონგს, ბრაზილიელ ედუარდო ბარბოსას, ებრაელ იონათან ელბაზსა და უნგრელ მიკლოს უნგვარის აჯობა.

ამავე წონაში ნუგზარ ტატალაშვილიც ასაპარეზობდა, რომელიც მეორე წრეში რუმინელ ადრიან სულკასთან დამარცხდა, პირველ წრეში კი ტატალაშვილმა ბელარუსი ვაძიმ შოკას მოუგო. დღეს, ტატამზე კიდევ ერთი ქართველი ძიუდოისტი ვიხილეთ. ეთერ ლიპარტელიანი მსაჯების შეცდომის გამო მსოფლიო ჩემპიონატს მერვედფინალში დაემშვიდობა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა