TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია
სოლუმ დეველოპმენტი
  • უეფას გადაწყვეტილებით უკრაინამ მაისურიდან წარწერა „დიდება გმირებს“ უნდა ამოიღოს

    უეფამ რუსეთის ფეხბურთის ფედერაციის საჩივრის განხილვის შემდეგ, ევროპის ჩემპიონატზე უკრაინის ფორმაში გარკვეული ცვლილებები მოითხოვა. ინფორმაციას championat.com ავრცელებს.

    Recruiters.ge
    შეგახსენებთ, რომ რუსების უკმაყოფილება გამოიწვია, მაისურზე უკრაინის რუკამ რომელშიც ყირიმიც შედის, ასევე ლოზუნგებმა „დიდება უკრაინას“ და „დიდება გმირებს“.

    როგორც უეფამ რუს ჟურნალისტს განუცხადა, უკრაინის რუკა მაისურზე არ არღვევს ორგანიზაციის წესებს, რადგან გაერო ცნობს სახელმწიფოს შესაბამის საზღვრებს. ლოზუნგი „დიდება უკრაინას“ ასევე დარჩება სამოსში, რადგან თავისთავად იგი შეიძლება შეფასდეს, როგორც აპოლიტიკური.

    ხოლო მეორე ლოზუნგის - „დიდება გმირებს“ - უკრაინელებს ფორმიდან ამოღება მოუწევთ, რადგან უეფა თვლის, რომ პირველთან კომბინაციაში იგი მკაფიო პოლიტიკურ აზრს ატარებს.

    51 ნახვა