საქართველოს ქალთა საფეხბურთო ნაკრებმა აზერბაიჯანი დაამარცხა
საქართველოს ქალთა საფეხბურთო ნაკრებმა აზერბაიჯანი დაამარცხა. შეხვედრა ანგარიშით 3:2 დასრულდა.
ანგარიში ქართველმა თეონა ბაქრაძემ 27-ე წუთზე გახსნა. პირველი ტაიმის დასასრულს კი 45-ე წუთზე ნიგარ მირზალიევამ საკუთარ კარში ავტოგოლი შეასრულა და ანგარიში საქართველოს სასარგებლოდ 2:0 გახდა.
მეორე ტაიმში, შეხვედრის 65-ე წუთზე აისუნ ალიევამ გაიტანა გოლი, რასაც 82-ე წუთზე ანასტასია ბოლქვაძის გოლი მოჰყვა. შეხვედრის ბოლო გოლი აიშან ახმადოვამ დამატებით დროში შეასრულა, საბოლოოდ, კი შეხვედრა 3:2 საქართველოს გამარჯვებით დასრულდა.