თეგებით ძიება
12. 06. 2021 სპორტი

შენგელია რუსეთის ჩემპიონია

დასრულდა 2020/2021 წლების VTB ლიგის საკალათბურთო სეზონი რუსეთში. ფინალში მოსკოვის ცსკ-ა ყაზანის „უნიქსს“ დაუპირისპირდა და საერთო ჯამში 3:0 დაამარცხა. დღევანდელი დაპირისპირება კი თორნიკე შენგელიას გუნდმა 89:81 მოიგო.

ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე 26 წუთი და 51 წამი დაჰყო. ამ პერიოდის განმავლობაში თორნიკემ 19 ქულას, 7 მოხსნას და 1 შედეგიან გადაცემას მოუყარა თავი.

აღსანიშნავია, რომ „არმიელების“ მხრიდან საუკეთესო და ყველაზე შედეგიანი სწორედ შენგელია იყო. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა თავის გუნდს ულიდერა და ჩემპიონი გახადა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა