ჩხუბი თბილისში - ერთმანეთს 40-მდე ახალგაზრდა დაუპირისპირდა
თბილისში, წინამძღვრიშვილის ქუჩაზე, ე.წ კომანდანტის საათის დროს ერთმანეთს 40-მდე ახალგაზრდა დაუპირისპირდა.
"მთავარი არხის" ინფორმაციით, ჩხუბში ძირითადად არასრულწლოვნები მონაწილეობდნენ, რომლებიც სავარაუდოდ, ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ.
ადგილობრივების ინფორმაციით, ერთ-ერთ ახალგაზრდას სისხლის კვალიც შენიშნეს.
ადგილზე გამოძახებული იყო პოლიციაც, თუმცა არსებული ინფორმაციით, დაკავებული ამ დრომდე არავინაა.