თეგებით ძიება

უცხოელი კლიენტების ბარათებიდან ფულის მოპარვა და სუს-თან პირადი ინფორმაციის უკანონოდ მოსაპოვებლად თანამშრომლობა - ახალი დეტალები თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე

უკავშირდება თუ არა თამარ ბაჩალიაშვილის სიკვდილი მისი დამსაქმებელი კომპანიის ფარულ ოპერაციებს - გაურკვეველ ვიტარებაში გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის საქმესტან დაკავშირებით, "მთავარი არხი" ექსკლუზიურ ინფორმაციას ავრცელებს.

PF-ის ჟურნალისტმა, დათო აბრამიშვილმა მიაკვლია გარდაცვლილი პროგრამისტის მონაცემთა ბაზას, სადაც ჩანს, რაზე მუშაობდა ბაჩალიაშვილი სიცოცხლის ბოლო პერიოდში.

ტელეკომპანიის ცნობით, აღმოჩენილი მონაცემთა ბაზა საზღვარგარეთ მცხოვრებმა IT სპეციალისტმა გაშიფრა და აღმოჩნდა, რომ, დიდი ალბათობით, მისი კომპანია უცხოელ კლიენტებს ბარათებიდან ფულს პარავდა და თანამშრომლობდა სუს-თან პირადი ინფორმაციის უკანონოდ მოსაპოვებლად. შესაძლოა, მისი სიკვდილიც სწორედ ამ ფარულ საქმიანობას უკავშირდებოდეს.

სიუჟეტში ჩანს საზოგადოებისთვის აქამდე უცნობი ვიდეოკადრებიც, სადაც ბაჩალიაშვილი თავისი საქმიანობის შესახებ ყვება. ეს კადრები პროგრამისტის სიკვდილის შემდეგ სუს-მა ვებსივრციდან გააქრო და გვაჩვენა მხოლოდ ის ნაწილი, სადაც თამარი თვითმკვლელობაზე ლაპარაკობს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა