თეგებით ძიება

სენაკში 45 წლამდე კაცი დაჭრეს

სენაკში 45 წლამდე კაცი სროლის დროს დაჭრეს.

თვითმხილველის თქმით, შეიარაღებულმა პირებმა მგზავრს გზა გადაუჭრეს და ცეცხლი გაუხსნეს.

ადგილზე მყოფი პირები სენაკის პოლიციაში დაიკითხნენ.

დაჭრილი კაცი თავდაპირველად სენაკის კლინიკაში შეიყვანეს, მოგვიანებით კი ქუთაისში გადაიყვანეს.

მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

სამართალდამცველებს ჯერჯერობით არავინ დაუკავებიათ, უცნობია მომხდარის რეალური მოტივიც.

მომხდარზე გამოძიება 236-ე და 117-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა