დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
სამცხე-ჯავახეთში დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
ამავე ცნობით, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი 1 548 კოლოფი სხვადასხვა დასახელების თამბაქოს ნაწარმი - სიგარეტი ქართული აქციზური მარკის გარეშე.
ამოღებული საქონლის ჯამური საბაზრო ღირებულება 6 600 ლარს აღემატება.
გამოძიების პროცესში ასევე ამოღებულ იქნა უაქციზო სიგარეტის გადაზიდვისთვის გამოყენებული სატრანსპორტო საშუალება.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.