თეგებით ძიება

სასამართლომ სიღარიბის გამო ბავშვების ოჯახისგან დაშორება სასამართლომ უკანონოდ სცნო

ორგანიზაციის პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სიღარიბის გამო ბავშვების ოჯახისგან დაშორება სასამართლომ უკანონოდ სცნო.

PHR-ის შეფასებით, ეს უპრეცედენტო გადაწყვეტილებაა.

"დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლომ უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო. სიღარიბის გამო მინდობით აღზრდაში ბავშვების გადაყვანა და ოჯახთან დაცილება უკანონოდ ცნო და დაზარალებულ სამ ბავშვს მორალური ზიანის ანაზღაურების მიზნით 35 000 ლარი მიაკუთვნა", - წერს ორგანიზაცია.


PHR-ის ცნობით, ბავშვები 2 წლის წინ სოციალურმა სამსახურმა უკანონოდ, ოჯახის გაძლიერების გარეშე გამოიყვანა სახლიდან და დედას დააცილა.

ბავშვებმა ორი წელი მშობლისგან მოშორებით გამოწვეული სტრესის ქვეშ იცხოვრეს. ეს გარემოება სასამართლომ მიიჩნია უკანონოდ და დააკმაყოფილა PHR-ის სარჩელი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა