თეგებით ძიება

საპატრიარქომ ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა

საპატრიარქომ ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა - ინფორმაციას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ​ავრცელებს.

მიზეზი კი, როგორც თავად განმარტავს, არის ის რომ მოსამართლეს არ ჰქონდა ინფორმაცია, რა მდგომარეობაში იყვნენ ის შშმ ბავშვები, რომლებთან დაკავშირებითაც გადაწყვეტილებას იღებდა და ამ პროცესში არ იყო არც ფსიქოლოგია დასკვნა წარმოდგენილი.

ჯაღმაიძე აცხადებს, რომ პროცესებში ჩართულმა თითქმის ყველა მხარემ ბავშვების უფლებები დაარღვია, ამის მაგალითად კი მას სასამართლო მოჰყავს, რომელმაც არასამთავრობო ორგანიზაციის PHR-ის საჩივრის საფუძველზე პანსიონიდან ბავშვების გამოყვანის გამოყვანის გადაწყვეტილება მიიღო.

"ყველაფერი კარგად არსად არაა. ყველამ ვინც კი იყო ამ საქმეში ჩართული ბავშვის უფლებები თითქმის ყველამ მეტ-ნაკლებად დაარღვია. უფლებები დაარღვია სასამართლომ, გამოჩნდება მალე, ჩვენ სარჩელი შევიტანეთ სასამართლოში იმ გადაწყვეტილების გამო, რომელიც მეყვსეულად მიიღეს,"- განაცხადა დეკანოზმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა