თეგებით ძიება

17 წლის ასაკში ჩადენილი დანაშაულის გამო ბიჭს სიკვდილით დასჯიან

საუდის არაბეთში სიკვდილით დასჯიან 26 წლის მამაკაცს, რომელიც მოზარდობის პერიოდში ამბოხებაში მონაწილეობდა. ამის შესახებ გამოცემა BBC წერს.

გამოცემის ცნობით, მუსტაფა ჰაშემ ალ-დარვიში 2015 წელს დააკავეს. იგი არეულობებში 17 წლის ასაკში მონაწილეობდა და დაკავების მერე სასჯელს სამაგალითოდ იხდის.

მას ბრალი"სახელმწიფო უსაფრთხოების დარღვევის მცდელობასა" და "უთანხმოების დათესვაში" დასდეს. მის წინააღმდეგ წარდგენილ მტკიცებულებებში მხოლოდ ერთი ფოტოსურათი და 2011 და 2012 წლებში მისი "არეულობებში" მონაწილეობა შედის.

უფლებადამცველი ორგანიზაციები მოითხოვდნენ სიკვდილით დასჯის შეჩერებას, რადგან, მათი აზრით, სასამართლო პროცესი უსამართლო იყო.

26 წლის ალ-დარვიშმა აღიარებით ჩვენებაზე უარი თქვა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა