ლენინის ბიუსტი მოიპარეს - საქმეს შსს იძიებს
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ვალდოია წულაძის სახლ-მუზეუმში, რეკვიზიტად გამოყენებული ლენინის სპილენძის დიდი ბიუსტი მოიპარეს. "გურია ნიუსის" ინფორმაციით, ბიუსტი კვარცხლბეკის გარეშე იდგა ვალოდია წულაძის მუზეუმის უკანა ეზოში.
როგორც ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, საქმე გადაცემულია შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის.