თეგებით ძიება

სტრასბურგის სასამართლომ მსჯავრდებული დეკანოზ გიორგი მამალაძის სარჩელი წარმოებაში მიიღო

სტრასბურგის სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძის სარჩელი წარმოებაში მიიღო. ინფორმაციას მსჯავრდებული სასულიერო პირის ძმა, თორნიკე მამალაძე სოციალურ ქსელში წერს:

"ევროპულმა სასამართლო ჩემი ძმის სარჩელი დააკმაყოფილა და განხილვაში მიიღო. დაწყებულია კომუნიკაცია. იმედი მაქვს აქ მაინც იზეიმებს სამართალი!
პ.ს. ჟურნალისტებს დეტალებზე შეუძლიათ დავით ჯანდიერს მიმართონ", - წერს თორნიკე მამალაძე ფეისბუქზე.

შეგახსენებთ, რომ მამა გიორგი მამალაძე 2017 წელს დააკავეს. საგამოძიებო უწყებების ინფორმაციით, მას ჩხრეკისას მომწამვლელი ნივთიერება, ნატრიუმის ციანიდი აღმოაჩნდა. პროკურატურის ბრალდების მიხედვით, აღნიშნული ნივთიერებით დეკანოზი მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მოწამვლას გეგმავდა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა