საზამთროს კოქტეილი - მარტივი და გემრიელი
ინგრედიენტები:
შაქარი - 100 გ
საზამთროს წვენი - 400 მლ
ბანანი - 4 ც.
4 ლიმონის წვენი
არაყი - 120 მლ
მომზადება:
შაქარი და 150 მლ წყალი აურიეთ ერთმანეთში და დადგით ცეცხლზე. არ მოურიოთ და ისე მიიყვანეთ დუღილამდე სიროფი, ადუღეთ კიდევ 5 წუთი. გააციეთ ოთახის ტემპერატურამდე. ბანანს მოაცალეთ კანი და დაჭერით. შემდეგ დააბლენდერეთ, დაამატეთ საზამთროს და ლიმონის წვენი, არაყი და შაქრის სიროფი. როცა ნარევი გახდება ერთგვაროვანი, გაანაწილეთ ბოკალებში და დაამატეთ ყინული.
gurmania.ge