თეგებით ძიება

ბერძენი პილოტი, რომელიც 20 წლის ცოლის მკვლელობას ქართველ ქურდებს აბრალებდა, თავად აღმოჩნდა მკვლელი

საბერძნეთის პოლიციამ 20 წლის ბრიტანელი ქალის, კაროლინ კრაუჩის მკვლელობისთვის მის ქმარს, ბერძენ პილოტ ბაბი ანაგნოსტოპულოს ბრალი წაუყენა. ბაბი ანაგნოსტოპულოსმა, რომელიც მანამდე ახალგაზრდა ცოლის მკვლელობას ქართველ ბოროტმოქმედებს აბრალდებდა, დანაშაული მკვლელობიდან მე-6 კვირას აღიარა.

როგორც ბრალდებულმა აღიარა, 20 წლის კრაუჩი 11 მაისს ქალიშვილის თვალწინ დაახრჩო მას შემდეგ, რაც მათ იკამათეს და მეუღლე დაშორებით და ბავშვის წართმევით დაემუქრა.

\'იმ ღამეს ვიკამათეთ. ერთ მომენტში მან ბავშვი საწოლში ჩააგდო, მიბიძგა და მუშტი დამარტყა. მე ვერ ვიაზრებდი რას ვაკეთებდი და მოვკალი, შემდეგ კი ყაჩაღობის ინსცენირება მოვაწყვე", - განუცხადა მან გამომძიებლებს.

გამოძიება სწორ გზაზე სათვალთვალო მოწყობილობების ჩანაწერებით გავიდა. მიუხედავად იმისა, რომ სათვალთვალო კამერების მეხსიერება პილოტმა წაშალა, პოლიციელებმა შეძლეს მათი აღდგენა.

პირველადი ვერსიით, ქმარი აცხადებდა, რომ მათ სახლში სამი მძარცველი შეიჭრა, ის სკამზე მიაბეს, ცოლი კი მცირეწლოვანი შვილის წინ აწამეს და გაგუდეს.

33 წლის კაცი, ცოლის მკვლელობას ქართვლ ბოროტმოქმედებს აბრალებდა და თავდაპირველად გამოძიებაც ამ მიმართულებით მუშაობდა, თუმცა სათვალთვალო მოწყობილობების ჩანაწერებმა, ფაქტი არ დაადასტურა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა