სასარგებლო და წონაში დასაკლები სასმელი - გაგრილდით ცხელ დღეებში
ინგრედიენტები:
1 ლ მინერალური წყალი (შეიძლება გაზიანიც)
2 ც. კიტრი
ჯანჯაფილის ფესვი (1-2 სმ სიგრძის)
1 ც. ლაიმი
თაფლი სურვილისამებრ
მომზადება:
კიტრი დაჭერით კანიანად გრძელ ნაჭრებად. ასევე თხლად დაჭერით გასუფთავებული ჯანჯაფილი.
ლაიმი გაჭერით შუაზე, ერთი ნახევარი დაჭერით თხლად, მეორე ნახევრისგან ჩაწურეთ წვენი დოქში.
დაუმატეთ ჯანჯაფილის, კიტრისა და ლაიმის ნაჭრები. დაასხით მინერალური წყალი და შედგით მაცივარში 20-30 წუთით.
მათ, ვისაც უყვარს ტკბილი სასმელები, შეუძლიათ დაამატონ 2-3 ჩ.კ. თაფლი.
gurmania.ge