დიეტური ტორტი - მათთვის, ვინც ზრუნავს საკუთარ ფიგურაზე
ინგრედიენტები:
კვერცხი - 1 ც.
ვაშლი - 200 გ
გერკულესი - 180 გ
ლეღვის ჩირი - 50 გ
ფინიკი - 50 გ
ბანანი - 220 გ
ხაჭო - 500 გ
იოგურტი - 300 მლ
თაფლი - 20 გ
მსხალი ან სხვა ხილი - 150 გ
ნიგოზი - გემოვნებით
მომზადება:
1. გერკულესი დააქუცმაცეთ ბლენდერში, ვაშლი გახეხეთ სახეხზე, ლეღვის ჩირი და ფინიკი წვრილად დაჭერით.
2. ბანანი გაფცქვენით, დაჭყლიტეთ ჩანგლით პიურეში და გადაურიეთ ლეღვის ჩირს, ფინიკს, ვაშლსა და გერკულესს. დაამატეთ კვერცხი და აურიეთ.
3. გადაიღეთ მიღებული ცომი ცხიმწასმულ ფორმაში, ცოტატი დატკეპნეთ ხელით ზემოდან და შედგით 160 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 20 წუთით.
4. ბლენდერში ან მიქსერით აურიეთ ერთმანეთში ხაჭო, იოგურტი და თაფლი.
5. ზემოაღნიშნული დროის შემდეგ გამოიღეთ ღუმელიდან ტორტი და წაუსვით ხაჭოს კრემი. ზემოდან მორთეთ მსხლის ან სხვა ნებისმიერი ხილის თხელი ნაჭრებით.
6. ისევ შედგით ღუმელში 25 წუთით. როცა ტორტი გაგრილდება, სურვილისაბებრ შეიძლება მოაყაროთ დაჭრილი ნიგოზი.
გემრიელად მიირთვით!
ინგრედიენტები:
უსაფუარო ფენოვანი ცომი - 400 გ
ხაჭო - 400 გ
კვერცხი - 1 ც.
შაქარი - 3-4 ს.კ.
არაჟანი - 1-2 ს.კ.
ვანილი - 1/3 ჩ.კ.
ქიშმიში - გემოვნებით
კვერცხი - მოსასმელად
შაქრის პუდრი და კუნჟუტი (სეზამი) - მოსაყრელად
მომზადება:
ქიშმიში დაალბეთ ცხელ წყალში და გააშრეთ. აურიეთ ერთმანეთში ხაჭო, 1 ც. კვერცხი, არაჟანი, ვანილი და ქიშმიში.
გაალღვეთ ცომი და გაყავით 2 ნაწილად. გააბრტყელეთ 15x35 სმ მართკუთხედებად. თითოეულ მართკუთხედს წაუსვით ხაჭოს შიგთავსის ნახევარი ულუფა, არ მისული ნაპირებამდე. დაახვიეთ რულეტებად, შეაერთედ ბოლოები და დაჭერით 3-4 სმ სიგანის ნაჭრებად.
გადაიღეთ პერგამენტის ქაღალდით მოფენილ ღუმელის ფორმაზე, ზემოდან წაუსვით კვერცხი და მოაყარეთ სურვილისამებრ კუნჟუტით, დარიჩინით ან შაქრით.
გამოაცხეთ 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში სანამ არ მიიღებს ოქროსფერს. როცა ნამცხვარი გაგრილდება, მოაყარეთ შაქრის პუდრი.
gurmania.ge