თეგებით ძიება

64 წლის ჩოხატაურელ მასწავლებელს მოსწავლის მიმართ სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ

ჩოხატაურში აბიტურიენტი პედაგოგს სექსუალური სახის ქმედებაში ადანაშაულებს.

"რუსთავი2"-ის ინფორმაციით, ჩოხატაურის ერთ-ერთი სკოლის ისტორიის მასწავლებელი, 64 წლის მამაკაცი ამავე სკოლის კურსდამთავრებულს, 18 წლის გოგონას გამოცდისთვის ამზადებდა. შემთხვევაც, სავარაუდოდ, ამ დროს, სკოლის ერთ-ერთ კაბინეტში მოხდა.

სკოლის დირექტორის განცხადებით, მან აღნიშნულის შესახებ თავად ყოფილი მოსწავლის დედისგან გაიგო.
სკოლაში საგამოძიებო მოქმედებები უკვე ჩატარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მამაკაცი დაკავებული არ არის და გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 138- ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა