მასწავლებელი აბიტურიენტზე სექსუალური სახის ქმედების გამო დააკავეს
სამართალდამცველებმა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სკოლაში სექსუალური ხასიათის დანაშაულთან დაკავშირებით მასწავლებელი დააკავეს.
64 წლის კაცი ამავე სკოლის კურსდამთავრებულს, 18 წლის გოგოს გამოცდისთვის ამზადებდა. შემთხვევაც, სავარაუდოდ, ამ დროს, სკოლის ერთ-ერთ კაბინეტში მოხდა.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში საგამოძიებო მოქმედებები უკვე ჩატარდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მასწავლებელმა დანაშაული უკვე აღიარა.
როგორც tia.ge-ს შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას გულისხმობს და ისჯება 4-დან 6 წლამდე ან 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთით.