სტეიკი ბოსტნეულით
საჭირო მასალა:
ღორის ხორცი - 400 გრ
მაგარი ყველი - 60 გრ
წითელი ბულგარული წიწაკა - 2 ცალი
ყაბაყი - 60 გრ
პრასი - 30 გრ
ზეთი, მარილი, პილპილი - გემოვნებით
პომიდორი - 4 ცალი
მომზადება:
აიღეთ სტეიკი, დაჭერით ულუფებად, დაამარილეთ და მოაყარეთ სუნელები. მოასხით ზეთი და 1 საათით შედგით მაცივარში.
შემდეგ შეწვით ზეთში, სანამ არ დაიბრაწება და ცოტა ხნით ღუმელშიც შედგით. პომიდორს გულები ამოუღეთ და გახეხილი ყველით ამოავსეთ, მერე ღუმელში გამოაცხვეთ.
ყველა დანარჩენი ბოსტნეული წვრილად დაჭერით და ზეთსა და სუნელებთან ერთად მოშუშეთ. ბოსტნეული თასზე დადეთ, ზემოდან დაადეთ სტეიკი, მოასხით შემწვარი ხორცის წვენი და ფარშირებული პომიდვრებით მორთეთ.
gurmania.ge