სოკოს კატლეტი - მარტივი და გემრიელი რეცეპტი
ინგრედიენტები:
ნებისმიერი სოკო - 1 კგ
ხახვი - 2 ც.
კვერცხი - 4 ც.
საფანელი - 4 ს.კ.
მზესუმზირის ზეთი - 4 ს.კ.
მარილი - გემოვნებით
პილპილი - გემოვნებით
მომზადება:
სოკო წვრილად დაჭერით და მოხარშეთ მარილიან წყალში. გადაიღეთ თუშფალანგზე. როცა სითხე მთლიანად ჩამოიწურება, სოკოს დაამატეთ კვერცხი, წვრილად დაჭრილი ხახვი, 2 ს.კ. საფანელი, პილპილი, მარილი და კარგად აურიეთ.
ფარშისგან გააკეთეთ კატლეტები, ამოავლეთ დარჩენილ საფანელში და შეწვით ცხელ ზეთში 10 წუთის განმავლობაში.
gurmania.ge