თეგებით ძიება

ხობში მოჭიდავეები დააკავეს

ხობში ოთხი მოჭიდავე დააკავეს. დაკავებულთა შორისაა ქართულ-რომაულ ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონი ნუგზარ წურწუმია.

სასურსათო მაღაზიასთან მყოფ რამდენიმე პირს პოლიციამ წესრიგის დაცვისკენ მოუწოდა, რა დროსაც მათ სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწიეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ნაცემია ხობის პოლიციის კრიმინალური განყოფილების უფროსიც.

მსოფლიო ჩემპიონს, ნუგზარ წურწუმიას და მოჭიდავე ნიკა ყორშიას წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით 3-დღიანი პატიმრობა უკვე მიუსაჯეს. მათ ადმინისტრაციული კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას ედავებიან.

რაც შეეხება ინციდენტში მონაწილე კიდევ ორ პირს - ზაზა დათეშიძეს და ვარლამ კვარაცხელიას, მათ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 356-ე პრიმა მუხლით წარედგინათ, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა