თბილისში მამაკაცს მატარებელი დაეჯახა
სარკინიგზო შემთხვევა თბილისში - დიდუბეში, ახალგაზრდა მამაკაცს, რომელიც ლიანდაგებზე გადადიოდა, ბათუმიდან მომავალი მატარებელი დაეჯახა
„ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, დაშავებულს ადგილზე შესაბამისი პირველადი სამედიცინო დახმარება გაეწია.
თბილისის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის ინფორმაციით, მამაკაცი ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.