თეგებით ძიება

"თბილისი სიცოცხლისთვის საშიში ქალაქი ხდება...თბილისი უსაფრთხოა კრიმინალებისთვის, რომლებიც ნამდვილად უსაფრთხოდ ხოცავენ ჩვენს მოქალაქეებს, ტურისტებს" - ნიკა მელია

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, თბილისის მერობის კანდიდატი, ნიკა მელია მთაწმინდაზე ავსტრალიელი მასწავლებლის მკვლელობის ფაქტს ეხმაურება და აცხადებს, რომ საქართველოს დედაქალაქი სიცოცხლისთვის საშიში ქალაქი ხდება.

"დღითი დღე თბილისი სიცოცხლისთვის საშიში ქალაქი ხდება, ვიმეორებ - სიცოცხლისათვის. თბილისი სიცოცხლით სავსე ქალაქი მხოლოდ კრიმინალურ სამყაროსთან გარიგებაში მყოფ ხელისუფლების ლოზუნგად რჩება.

თბილისი საშიში ხდება თბილისელებისთვის, ჩამოსულებისთვის, როგორც საქართველოს სხვა ქალაქებიდან, სოფლებიდან ჩამოსულებისთვის, ისე უცხოელებისთვის, ტურისტებისთვის.

ფაქტია, თბილისი უსაფრთხოა კრიმინალებისთვის, რომლებიც ნამდვილად უსაფრთხოდ ხოცავენ ჩვენს მოქალაქეებს, ტურისტებს.

მათ უსაფრთხოებას წერტილი უნდა დაესვას. თბილისი მშვიდობიანი, კანონმორჩილი ადამიანებისთვის უნდა გახდეს უსაფრთხო!

კრიმინალებთან შეხმატკბილებული ქ. ოცნება ხელისუფლებას უნდა ჩამოშორდეს.

ასეც იქნება!",- აცხადებს მელია.

თბილისში, მთაწმინდაზე 30 ივლისს დაკარგული ავსტრალიელი მასწავლებელი, 31 წლის ქალი გარდაცვლილი გუშინ იპოვეს. გამოძიება განზრახ მკვლელობის, სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა