თეგებით ძიება

IRI - შემდეგ კვირას არჩევნები რომ ტარდებოდეს, "ოცნებას" 28%, ხოლო "ნაცმოძრაობას" 15% მისცემდა ხმას

საერთაშორისო "რესპუბლიკური ინსტიტუტის"( IRI) კვლევის თანახმად, რესპონდენტთა 28% "ქართულ ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს"მისცემდა ხმას, 15% კი მხარს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - "გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშია" დაუჭერდა.

კითხვაზე, შემდეგ კვირას 2021 წლის ოქტომბრის მუნიციპალური არჩევნები რომ ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, სხვა პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა:

"საქართველოსთვის" - გიორგი გახარია - 9%.

"ლეიბორისტული პარტია" -შალვა ნათელაშვილი- 3%.

"გირჩი მეტი თავისუფლება" - ზურაბ გირჩი ჯაფარიძე- 3%.

"სტრატეგია აღმაშენებელი" - გიორგი ვაშაძე- 2%

"ლელო" - მამუკა ხაზარძე/ბადრი ჯაფარიძე- 2%.

"პატრიოტთა ალიანსი "- დავით თარხან-მოურავი/ირმა ინაშვილი-2%.

"მოქალაქეები" - ალეკო ელისაშვილი- 2%.

"ერი" - ლევან ვასაძე -2%.

"ევროპული საქართველო- მოძრაობა თავისუფლებისთვის" გიგა ბოკერია - 1%.

"ხალხისთვის" - ანა დოლიძე -1%.

"გირჩი" - 1%.

სხვა -1%.

ვნობისთვის, გამოკითხვები საქართველოს 10 რეგიონში, 5 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით მიმდინარეობდა. კვლევის ფარგლებში სულ 1500 რესპონდენტი გამოიკითხა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა