თეგებით ძიება

ლაშა ბექაური და ლაშა ტალახაძე მზად არიან, ზვიადაურს თავდებში დაუდგნენ

ზურაბ ზვიადაურის ადვოკატმა, კახა ცნობილაძემ განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს, ჩვენ აუცილებლად დავამტკიცებთ ზვიადაურის უდანაშსაულობას და სასამრთლოს წარვუდგენთ ცნობილი პიროვნებებს, სპორტსმენებს, რომ დაუდგნენ მას თავდებში.

"გაოგნებული ვარ, არ ველოდი ასეთ შედეგს. არ შეიძლება, ისეთ საზოგადო მოღვაწეს, როგორიც არის ზურაბ ზვიადაური, ისეთ ფაქტზე იჭერდნენ, როგორიც არის აუცილებელი მოგერიების შემთხვევა. მას აქვს იარაღის ტარების კანონიერი უფლება და ის მოქმედებდა კანონის ფარგლებში. ზვიადაური ვალდებული იყო, ასე მოქცეულიყო, რათა დაეცვა თავისი თავიც და სხვისი სიცოცხლეც", - აცხადებს ზვიადაურის ადვოკატი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა