თეგებით ძიება

ხაჭოს ნამცხვარი ცხობის გარეშე - ისეთი ნაზია, პირში დნება

ინგრედიენტები:

- ფხვიერი ქარხნული ნამცხვარი "პეჩენია" - 500 გ
- შედედებული რძე - 1 ქილა
- კაკაო - 2 სკ
- კარაქი - 100 გ
- ხაჭო - 250 გ
- არაჟანი - 2 სკ
- შაქარი - 2 სკ

მომზადების წესები:

დააქუცმაცეთ ორცხობილა (პეჩენია), შეურიეთ კაკაო, გამდნარი კარაქი და შედედებული რძე. მიღებული მასა გაყავით ორ ნაწილად (მეორე უფრო დიდი რომ იყოს). დიდი ნაწილი გადაიტანეთ ფორმაში (ფორმაში წინასწარ დააფინეთ სამზარეულოს ცელოფანი). კარგად გადაანაწილეთ ზედაპირზეც და გვერდებზეც.

ხაჭოს შეურიეთ შაქარი, არაჟანი და კარგად ამოურიეთ (უმჯობესი იქნება, თუ დააბლენდერებთ). გადაიტანეთ ფორმაში. თავზე დაფშვნილი ორცხობილის მასა გადაანაწილეთ და შედგით მაცივარში 1-2 საათით.

გემრიელად მიირთვით!


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა