თეგებით ძიება
31. 08. 2021 COVID - 19

„ვიტალი წავიდა. ძალიან ბევრი იბრძოლა ვიტომ, იწვალა კიდეც, ყველა ორგანომ უმტყუნა" - თამუნა თანდაშვილი

„ავიაკომუნიკატორის“ დამფუძნებელი თამუნა თანდაშვილი, რომელიც ახლახანს გამოჯანმრთელდა, სამწუხარო ინფორმაციას არცელებს. მისი თქმით, გარდაიცვალა პაციენტი, რომელიც მასთან ერთად, რეანიმაციაში 1 თვეზე მეტი ებრძოდა კორონავირუსს.

„ვიტალი წავიდა. ძალიან ბევრი იბრძოლა ვიტომ, იწვალა კიდეც, ყველა ორგანომ უმტყუნა. მედგრად იდგა დიდი ხანი სიკვდილ-სიცოცხლის გასაყარზე… შენი მერსედესი გიპოვნია მეგობარო, შავი მანქანა, მერსედესი მომპარეს! კი ვიტო, გიმალავდით და ვეძებდით.. არ გვემეტებოდი… ჩვენ ხომ ვიცით რეანიმაციის ტრანსპორტი როგორია.

ვიტო ყოველდღიურ 76,78,79 კოვიდსიკვდილის სტატისტიკაში რიცხვად და ციფრად არ წავიდა, მებრძოლად წავიდა. მის სულზე სანადიროდ რაზმები მოდიოდნენ რეანიმაციის ბრძოლის ველზე, მშვილდისრიანი ანგელოზები. დარაჯობდნენ ტატუებიან, ცისფერთვალება თბილისელ სომეხს, დარბაისელს… “ცივი წყალი” არ მოაკლეს ექთნებმა დღეში ასჯერ. უკმაყოფილო არ წავიდა… ყოველ დღე გიგზავნიდი ვიტო ტკბილებს, საჩუქრებს, არ მიმიტოვებიხარ გვერძე ოთახშიც… უბრალოდ ბრძოლის ველზე დაეცა მებრძოლი, მამაცი ვიტო. ინეზა გამომიტყდა ჩუმად იმიტომ იყო, რომ დავაქოქოლეო… ჟამი ქანისნა ელი ვიტოჯან! ჩვენ გულში ცოცხლობ შენიჭირიმე. მე,ინეზა,მამაო და ვიტალი. ავიცრათ გადასარჩენად”,- წერს თამუნა თანდაშვილი.



თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა