„აუცრელი ადამიანები საავადმყოფოში წამებით კვდებიან“ - გიორგი ფხაკაძე
ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში მოქალაქეებს მიმართავს და კვლავ აცრისკენ მოუწოდებს.
„კომენტარებს გადავხედე, რა თქმა უნდა, უაზრო კომენტარები დაიბლოკა/წაიშალა.
თუ აიცრებით გადარჩებით და თუ არა დიდი ალბათობაა რომ დაინფიცირდეთ, დამძიმდეთ, საავადმყოფოში მოხვდეთ, რეანიმაციაში მძიმე დღეები გაატაროთ, და გარდაიცვალოთ!
დიახ, აუცრელი ადამიანები საავადმყოფოში წამებით კვდებიან.
ყველა ის ადამიანი, ვინც მოუწოდებს, რომ არ აიცრან არიან ზუსტად „შუა საუკუნის ინკვიზიტორებივით“, მათ უნდათ, რომ თქვენ გარდაიცვალოთ წამებით და თუ გადარჩებით, იცხოვროთ წამებით …..
შეიგნეთ, დროზე აიცერით „ფაიზერით“, სანამ ის ხელმისაწვდომია“,- წერს ფხაკაძე.