"სამწუხაროდ, პირბადის ტარების ნიშნული 50%-ზე დაბლა, 47-ზე ჩამოვიდა" - ამირან გამყრელიძე
ამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ პირბადის ტარება საკმაოდ დაბალ ნიშნულზეა.
„პირბადის ტარების მაჩვენებელი აუცილებლად უნდა ავწიოთ 75, 85, 95%-მდე და ეს მაჩვენებელი თუ გვექნება და ყველამ გავითავისეთ, რომ პირბადე ერთ-ერთი მთავარია აცრებთან ერთად, ძალიან კარგი იქნება. მოდით რაა, ყველამ ვთქვათ და სამი თვე ვატაროთ პირბადე, თუ 95 პროცენტზე ავიყვანთ, დარწმუნებული იყავით რომ პანდემია უფრო მალე შეკავდება.