კორონავირუსით კახეთში ხანდაზმული ცოლ-ქმარი გარდაიცვალა
კორონავირუსს კახეთში ხანდაზმული ცოლ-ქმარი, ვახო და ლილი ქშუტაშვილები ემსხვერპლა.
„ვახოს უფრო რთულ ფორმებში ჰქონდა ვირუსი. როგორც ექიმებმა გვითხრეს, ბებოს ბოლო დღეს გაურთულდა ჯანმრთელობის მდგომარეობა და ფილტვი შეუშუპდა… ჯერ ლილი გარდაიცვალა, მეორე დღეს ვახო პაპა. ძალიან დიდი ტრაგედია ტრიალებს ოჯახში. ერთდროულად ორი საუკეთესო, მშრომელი და მოსიყვარულე ადამიანი დაკარგა. მათ დედამიწაზე დიდი სიყვარულით იცხოვრეს და იმ ქვეყნადაც ერთად წავიდნენ.“ – ამბობს ოჯახის ახლობელი.