თეგებით ძიება

"მელიასთვის გადადგა და ახლა მელიას მეორე ტურში გასათრევად იწყებს ბრძოლას" - მამუკა მდინარაძე გახარიაზე

"ქართული ოცნების" წევრი, მამუკა მდინარაძე ყოფილი ლიდერის, ექსპრემიერის, პარტია საქართველოსთვის" თავმჯდომარის, გიორგი გახარიას თბილისის მერობის კანდიდატად დასახელებას სოციალურ ქსელში ეხმაურება:

"მელიასთვის გადადგა და ახლა მელიას მეორე ტურში გასათრევად იწყებს ბრძოლას.
კითხვის ნიშნები კიდევ არსებობს?..
კახი პირველივე ტურში იგებს!!", - წერს მდინარაძე ფეისბუქზე.

შეგახსენებთ, რომ ექსპრემიერმა, პარტია "საქართველოსთვის" ლიდერმა, გიორგი გახარიამ თბილისის მერობის კანდიდატად საკუთარი თავი დაასახელა.

თბილისის მერობისთბის "ქართული ოცნებიდან" მოქმედი მერი, კახა კალაძე იბრძოლებს, "ნაცმოძღაობიდან" - ნიკა მელია.

საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა