ყველა ორსული "ფაიზერით" უნდა აიცრას - ამირან გამყრელიძე
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ორსულებს კორონავირუსის საწინააღმდეგო "ფაიზერის" ვაქცინით აქცირკესნ მოუწოდებს.
მისი განმარტებით, "ფაიზერით" ორმაგი აცრა ფეხმძიმეთა კორონავირუსით დაინფიცირებისა და გარდაცვალების რისკს მნიშვნელოვნად შეამცირებს.
" ახლა 20-დან 25 ათასამდე ორსულია ქვეყანაში – ყველა მათგანი მივიდეს და აიცრას "ფაიზერით". ეს, თითქმის 25-ჯერ, მეტჯერ, შეამცირებს რისკს მათი დაინფიცირების და დაახლოებით, ორი ასეულით შეამცირებს გართულებების და გარდაცვალების რისკს. სამწუხაროდ, ეს შტამი ძალიან ერჩის ორსულ ქალბატონებს და ორსულ ორგანიზმს" - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ცნობისთვის, საქართველო კოვიდინფიცირებულთა და გარდავცალებათა შემთხვევით, მსოფლიოში მოწინავე პოზიციებზეა. ქვეყანაში ბოლო პერიოდში გაიზარდა კოვიდინფიცირებული ორსულების გარდაცვალებათა სტატისტიკა. 2 სექტემბერს 47 წლის ორსული გარდაიცვალა, მისი ტყუპების ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
დღეს საქართველოში ანტირეკორდი დაფიქსირდა - ქვეყანაში კორონავირუსით 86 ადამიანი გარდაიცვლა. ბოლო 24 საათის სტატისტიკას გაეცანით აქ.