თეგებით ძიება

შანაი ბრუკის მკვლელობისთვის დაკავებულს ბრალს დღეს წარუდგენენ

ავსტრალიელი პედაგოგის მკვლელობაში ბრალდებულ რაფაელ მურსაკულოვი ბრალს დღეს წარუდგენენ. 33 წლის კაცი დანაშაულს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს. ბრალის წარდგენის შემდეგ სასამართლო აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელებს.

დროებითი დაკავების იზოლატორში წუხელ ის მისმა ადვოკატმა მოინახულა. უფლებადამცველი ამბობს, რომ შანაი ბრუკის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული საქართველოს მოქალაქე უცხოელ პედაგოგს არ იცნობდა და შესაბამისად, მასთან ყოველგვარ კავშირს უარყოფს..

"მე შევხვდი უკვე ჩემ დაცვის ქვეშ მყოფს, მოვისმინე მისი პოზიციებიც. ოფიციალური ბრალი ჯერ არ წაუყენებიათ მისთვის, ბრალის წარუდგენენ. რაც შეეხება მის პოზიციას, იგი ამ ეტაპზე იყენებს დუმილის უფლებას. ასე რომ, კონკრეტულად მესამე პირები და სხვა პირები მონაწილეობენ თუ არა, ამაზე ვერაფერს მოგახსენებთ. საქმის მასალები ჯერ არ გადმომცემია. რაც შეეხება კითხვას იცნობდა თუ არა მას, ის აცხადებს, რომ არ იცნობდა, არანაირი შეხება ამ პიროვნებასთან არ ჰქონია. ბრალს არ აღიარებს, დუმილის უფლებას იყენებს. კონკრეტულად ბრალი ოფიციალურად ჯერ არ წარუდგენიათ. არ გავცნობივართ რა ფორმალური საფუძვლებია საქმეში და საერთოდ, რას გვედავებიან", - განაცხადა ავდოკატმა.

ცნობისთვის, შსს-მ ავსტრალიის მოქალაქე შანაი ბრუკის მკვლელობაში ბრალდებული საქართველოს მოქალაქე 8 სექტემბერს დააკავა.

ქალის ცხედარი 31 ივლისს, მთაწმინდის ფერდობზე იპოვეს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა