შანაი ბრუკთან კავშირი არ ჰქონია - მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი
ვსტრალიის მოქალაქე შანაი ბრუკის მკვლელობის საქმეზე დაკავებული რაფაელ მურსაკულოვის ადვოკატი სოფიო გოგლიჩიძე აცხადებს, სასამართლოზე დაკავებულის გათავისუფლებას აღკვეთის ნებისმიერი ღონისძიების გამოყენების გარეშე მოითხოვს.
"გადმომეცა, რაც ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო - საქმის მასალები. დეტალურად გავეცნობი და ჭორის დონეზე არ ვისაუბრებ, კონკრეტულად მეცოდინება. დაახლოებით, 8-9 ტომია. მას შანაე ბრუკთან არანაირი კავშირი არ ჰქონია, შემხებლობაშიც არ არის. არაერთი ისეთი პირია გამოკითხული, ვინც ამ საქმესთან შემხებლობაში არ ყოფილა. მათგან ერთ-ერთია ისიც. ვნახოთ, ბრალდების მხარე რას მოითხოვს. მოვითხოვ, აღკვეთის არცერთი ღონისძიება არ იყოს გამოყენებული",
- აცხადებს ბრალდებულის ადვოკატი.
ცნობისთვის, ავსტრალიელი პედაგოგის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ რაფაელ მურსაკულოვის ბრალს დღეს წარუდგენენ.