თეგებით ძიება

ავსტრალიელი პედაგოგის მკვლელობაში ბრალდებულს დღეს ბრალს ოფიციალურად წარუდგენენ

შანაი ბრუკის მკვლელობაში ბრალდებულ 33 წლის რაფაელ მურსაკულოვს დღეს ბრალს ოფიციალურად წარუდგენენ.

"ბრალის წარდგენამდე შევხვდები ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს, ჩამოვყალიბდებით კიდევ პოზიციებზე.

რისთვისაც არის იგი დაკავებული, ამ ფაქტებს არ აღიარებს, დუმილის უფლებას იყენებს, მას არანაირი შეხება გარდაცვლილ ქალბატონთან არ ჰქონია. ნახვითაც კი არასდროს ჰყავს ნანახი",- აცხადებს ადვოკატი სოფიო გოგლიჩიძე.

ცნობისთვის, შსს-მ ავსტრალიის მოქალაქე შანაი ბრუკის მკვლელობაში ბრალდებული საქართველოს მოქალაქე 8 სექტემბერს დააკავა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა