თეგებით ძიება

ნებისმიერ ფორმატში მზად ვარ სადებატოდ - ნიკა მელია

ნებისმიერ ფორმატში მე მზად ვარ, ნებისმიერ კანდიდატთან სადებატოდ, - ასე პასუხობს "ნაციონალური მოძღაობის თავმჯდომარე, თბილისის მერობის კანდიდატი, ნიკა მელია კონკურენტის, ექსპრემიერ გიორგი გახარიას მიიმართვას დებატებთან დაკავშირებით.

"იქნება ეს ტელეკომპანია "იმედი" თუ სხვა, ბატონი კალაძე იქნება, ბატონი გახარია თუ ორივე ერთად - რა თქმა უნდა მზად ვარ, ნებისმიერ დროს, ნებისმიერ სივრცეში, ნებისმიერი ტელეკომპანიის საეთერო სტუდიაში. მე პატივი მინდა ვცე ამომრჩეველს და ნებისმიერი კანდიდატი ვალდებულია პოტენციურ ამომრჩეველს მოასმენინოს რას ჰპირდება, ამიტომ ნებისმიერ ფორმატში მე მზად ვარ, ნებისმიერ კანდიდატთან სადებატოდ", - განაცხადა მელიამ.

შეგახსენებთ, რომ ექსპრემიერმა, პარტია საქართველოსთვის" თავმჯდომარემ, თბილისის მერობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ კონკურენტებს "ქართული ოცნებიდან" კახა კალაძეს და "ნაცმოძრაობიდან" ნიკა მელიას დღეს მიმართა და მათ საარჩევნოდ ტელედებატებისკენ მოუწოდა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა