საოცრად ნოტიო მაფინების რეცეპტი
ინგრედიენტები:
კვერცხი - 2 ცალი
შაქარი - 300 გრ
ზეთი - 150 მლ
რძე - 150 მლ
თბილი წყალი - 5 სკ
ფქვილი - 400 გრ
მარწყვი - 200 გრ
გამაფხვიერებელი - 1 შეკვრა
მომზადების წესები:
ათქვიფეთ კვერცხი და შაქარი, დაუმატეთ ზეთი, რძე და წყალი, გამორთეთ მიქსერი, საცერით ჩააცერით ფქვილი და გამაფხვიერებელი, მოურიეთ ხის ან სილიკონის კოვზით. ბოლოს დაუმატეთ დაჭრილი მარწყვი.
გადაიტანეთ 1/3 ფორმებში, გამოაცხვეთ წინასწარ გახურებულ ღუმელში, დაახლოებით 25 - 30 წუთით, 170-180° -ზე. გამოდის უგემრიელესი.
თამო მეფიშვილის რეცეპტი.
gemrielia.ge