თეგებით ძიება
30. 09. 2021 COVID - 19

"ჩვენი მოსახლეობის 60 % სრულიად მოშიშვლებული ხვდება კოვიდის შემდეგ ტალღებს" - კულუმბეგოვი

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს და წერს, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი კოვიდის შემდეგი ტალღებისგან დაუცველები არიან.

„საქართველო:

- კოვიდი გადაიტანა მოსახლეობის 16.5% -მა (613 ათასმა ადამიანმა), მსოფლიოში ჩატარებული სეროპრევალენტობის კვლევები აჩვენებს, რომ ეს ციფრი რეალურად ორმაგდება არადიაგნოსტირებულების და უსიმპტომოების ხარჯზე, ანუ რეალური ციფრი ჩვენთან იქნება დაახლოებით 30-35%!

- აცრა გაიკეთა მოსახლეობის 21% -მა, დაზუსტებულ ინფორმაციას არ ვფლობ, მაგრამ ეჭვი მაქვს აქ 80% ის ხალხია, ვინც ინფექცია უკვე გადაიტანა და ვირუსს თვალებში ჩახედა.

- გამოდის ჩვენი მოსახლეობის 60 % სრულიად მოშიშვლებული ხვდება კოვიდის შემდეგ ტალღებს, რომლის აღმავალი მრუდი 2-2.5 თვეში გამოჩნდება!

- წუწუნს ჯობია აიცრა და არ დაუშვა შემდეგი ტალღა ჩვენს ქვეყანაში!“ - წერს კულუმბეგოვი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა