"სიმშვიდემდე ჯერ შორს ვართ, ვერაფერი მოვუხერხეთ პირბადის ტარების მაჩვენებელს" - ამირან გამყრელიძე
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დრექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, პირბადის ტარების მაჩვენებილი დღეისათვის კრიტიკულად დაბალია.
"სიმშვიდემდე ჯერ შორს ვართ, ამიტომ ყველა რეკომენდაცია, რასაც ვიძლევით ჯანდაცვის სექტორი დაცული უნდა იყოს.
განსაკუთრებით ვერაფერი მოვუხერხეთ პირბადის ტარების მაჩვენებელს, დგას ერთ დონეზე - კრიტიკული ზღვარის ქვემოთ. კრიტიკული ზღვარი არის - 50% და ახლა გვაქვს 43%. ეს არის ცუდი. თუ ჩვენ ამ მაჩვენებელს ავწევთ და გავითავისებთ 95%-მდე, დეკემბრამდე დავზოგავთ დაახლოებით 250 ადამიანის სიცოცხლეს.
ისევე როგორც ხშირად ვაქცინაზე ვამბობთ, თუ ავიცრებით და დღიურ აცრას ავიყვანთ 20 000-25 000-ზე, მაშინ ცივ პერიოდს, ნოემბერს შევხვდებით უკვე შედარებით უკეთესი კუმულაციური იმუნიტეტით და თუ იქნა მე-5 ტალღა, რომელიც პროგნოზირდება მთელ მსოფლიოში, მაშინ უფრო მსუბუქად გადავიტანთ ამ ყველაფერს," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.