"ვისაც კოვიდიგადატანილი არ აქვს აუცილებლად უნდა აიცრას და ასევე უნდა აიცრან ისინიც, ვინც გადაიტანა" - თენგიზ ცერცვაძე
ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის დირექტორი თენგიზ ცერცვაძე ამბობს, რომ კოვიდგადატანილი ადამიანებისთვის აცრა აუცილებელია.
"ვისაც კოვიდიგადატანილი არ აქვს აუცილებლად უნდა აიცრას და ასევე უნდა აიცრან ისინიც, ვინც გადაიტანა. ტყუილია ის, რომ კოვიდგადატანილებში იმუნიტეტი რჩება, ყველასთან არ რჩება. ეს დაადასტურა კვლევებმა.
ანტისხეულებით იმუნიტეტის შეფასება არის სანახევროდ შეფასება. ჩვენ ლაბორატორიული შემოწმებისას ვხედავთ ანტისხეულების რაოდენობას, მაგრამ ვერ ვხედავთ უჯრედულ იმუნიტიტეტს. უჯრედულ დონეზე ამის შემოწმება სტანდარტულ კლინიკებსა და ლაბორატორიებში შეუძლებელია, მათ შორის შეერთებულ შტატებსა და სხვა ქვეყნებში. ამის შემოწმება შესაძლებელია მხოლოდ მაღალტექტნოლოგიურ სპეციალიზებულ ლაბორატორიებში. ამიტომ, როდესაც ჩვენ ტესტს ვიტარებთ ანტისხეულებზე, მხოლოდ სანახევროდ ვიღებთ ინფორმაციას.
კოვიდგადატანილებიდან ზოგს კი აქვს მაღალი იმუნიტეტი, მაგრამ ყველას არ აქვს. ტყუილია რომ ამბობენ, თითოქს 1 და 2 წლი ნარჩუნდება, უმეტესობაში იმუნიტეტი ქვემოთ ჩამოდის მალევე,"- აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.