"არა სჯერათ მთაში კორონასი, არც აცრისა..." - ფასანაურში მხოლოდ 18 ადამიანია აცრილი
ჟურნალისტი ნინო თარხნიშვილი ფასანაურში კოვიდვაქცინაციაზე ინფორმაციას ავრცელებს და წერს, რომ ხეობაში მხოლოდ 18 ადამიანია აცრილი და 18-ვე ხანდაზმულია.
ჩაიცვა “ლაკის შუზები”, შემოიცვა ტვიდის პიჯაკი (დამპატარავებიაო, დაიჩივლა), მოისხა ბულულებიანი პონჩო, ანუ, საგანგებოდ გამოეწყო და წავიდა აცრაზე.
ფასანაურში, ხეობის ერთადერთ ამცრელ პუნქტში, 80-ს გადაცილებული კატო მხოლოდ და მხოლოდ მეთვრამეტე აცრილია.
აცრა არა ისა, ჩე… მაიდა აბა.
არა სჯერათ მთაში კორონასი, არც აცრისა
ჰო, 18-ივე აცრილი ხანდაზმულია.
დანარჩენი ხვალ იყოს, ჩვენს პატარა ვიდეოში", - წერს ტარხნიშვილი ფეისბუქზე.
ცნობისთვის, საქართველოში, 30 სექტემბრის მონაცემებით სულ ჩატარებულია 1 785 862 აცრა.